“არც ერთ შეხვედრაზე ასეთი საკითხი (მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება) არ დაყენებულა, თამამად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. არც ერთ შეხვედრაზე, მათ შორის, ორმხრივ შეხვედრებზე, საერთოდ არ დაუყენებიათ ეს საკითხი. რაც შეეხება ნატო-საქართველოს კომისიას, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სააკაშვილის გვარი, ეს არის რეალური ვითარება, დანარჩენი არის სპეკულაციები”
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
