განსაკუთრებული სიტყვები მკვდარ უჯრედებს აცოცხლებენ

0
622

დედაჩემი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა. სანახავად მისულის ხმას რომ გაიგონებდა აშკარად ხარობდა. გასაგებია, შვილი მივდიოდი. მაგრამ ჩემი რძალი სხვანაირად აღიქვამდა ამ ამბავს, ამტკიცებდა, რომ ქალი ჩემი ხმის გაგონებაზე სრულიად ცოცხლდებოდა, სულ სხვა ადამიანად იქცეოდა, არც იფიქრებდი, თუ რამე აწუხებდა.
ამჟამად მეცნიერების მიერ გაკეთებული დასკვნები რუსიკოს აზრებს ადასტურებს, თურმე განსაკუთრებული სიტყვები მკვდარ უჯრედებს აცოცხლებს, თურმე მხოლოდ ადამიანები კი არა, სამყარო იგებს ყოველ ჩვენს აზრს და რეაგირებს მასზე.
საქართველოში მოლხენას „აკადემიას“ ეძახდნენ ყოველი სადღეგრძელოს წარმოთქმისას იმდენ სიბრძნეს გაიგონებდი. ჯერ კიდევ მაშინდლიდან მახსოვს, დალოცვა ცაში უფალთან ადისო. სადღეგრძელო, ანუ დღეგრძელობის სურვება – დალოცვა – სიტყვებით სიკეთის მოხმობა. ეს ნამდვილი კეთილი ჯადოქრობა იყო.
ხშირად სიტყვები აზრებს არ ემთხვევა, ან აზრებისგან განსხვავდება. რატომღაც ბევრს მოსწონს ბილწსიტყვაობა. რამდენი ხანია გინების, წყევლის, აღვირახსნილობის აღწერის ლექსებიც იბეჭდება. არის ბაზარი – არის საქონელი. რაც მოგვწონს გვაქვს. არანაირ პრეტენზიას არავინ აცხადებს და არც ვინმეს შეუძლია წართმევა. მიირთვით, რამდენიც გნებავთ. დამძრახავიც არავინ არის.
და თუ ზოგადად სიკეთე გინდათ თქვენთვის და თქვენი შთამომავლობისთვის, უბრალოდ იცოდეთ:
მეცნიერებმა სათანადო კვლევებით დაამტკიცეს: განსაკუთრებული სიტყვები მკვდარ უჯრედებს აცოცხლებენ, შედარებისთვის ასევე ჩატარდა წარმოუდგენელი ექსპერიმენტები ძალადობისა და სიმკაცრის გამომხატველი სიტყვების ზეგავლენაზეც.
როცა კომპიუტრებს უსხედან, ადამიანები ყველაფერს ისმენენ და ძალიან ცოტას იმახსოვრებენ. ეს ხომ სწავლის პროცესი არ არის, ძირითადად გართობაა. არადა დამტკიცებულია, რომ დასწავლის ეფექტი წაკითხვით უფრო მიიღება.
ადამიანებმა უნდა ნახონ და ირწმუნონ:
მეცნიერული მტკიცება იმისა, თუ როგორ მოქმედებს სიტყვა ადამიანზე როგორი ზემოქმედება აქვს განსაკუთრებულ ფაქიზ სიტყვებს, რაც თავისთავად ადასტურებს ე.წ. „ცუდი“ სიტყვები შესაბამისად ცუდ ზეგავლენას ახდენს მთქმელზეც და გამგონეზეც.
მეცნიერების მტკიცებით სიტყვებს აქვთ უნარი მკვდარი უჯრედები გააცოცხლონ. ცდების შედეგად სიტყვების წარმოუდგენელი უნარის დანახვამ მკვლევარების გაოცება გამოიწვია.

Loading…

სათანადო მუშაობა ჯერ კიდევ 1949 წელს მკვლევარმა ერნიკო ფერმიმ, ულამ და პასტამ დაიწყეს. შეისწავლეს არასწორხაზოვანი სისტემები – რხევადი სისტემები, რომელთა თვისება დამოკიდებულია მათსავე შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ეს სისტემა განსხვავებულ მდგომარეობაში უჩვეულოდ იქცეოდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სისტემა მათზე ზემოქმედების პირობებს იმახსოვრებდა და ეს ინფორმაცია საკმაოდ დიდხანს ინახებოდა მათში. დამახასიათებელი მაგალითი, დნმ ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა – რთული ბუნებრივი ნაერთია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები შეიცავს და ინახავს მის გენეტიკურ ინფორმაციას. დიდი ხნის წინ დაინტერესდნენ მეცნიერები საკითხით, როგორ ხდება, რომ მოლეკულა, რომელსაც არც გონებრივი სტრუქტურა და არც ნერვული სისტემა აქვს ფლობს ისეთ მეხსიერებას, რომელიც სიზუსტით თანამედროვე ნებისმიერი სიმძლავრის კომპიუტერს აღემატება. გახსნილია გამოუცნობი ე.წ. სოლიტონები – ტალღის სტრუქტურული გამძლეობა, რომელიც არასწორხაზოვან სისტემებში დევს. მკვლევარების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ეს პირველად დაინახეს: ტალღები ისევე იქცევიან, როგორც გონიერი არსებები. წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ხანგრძლივმა მუშაობამ გამოიღო შედეგი. სპეციფიკური მოწყობილობების დახმარებით გადა შესაძლებელი მეცნიერებს თვალყური ედევნებინათ ამ ტალღების გზისთვის დნმ-ს ჯაჭვში. აქ გავლისას, ტალღა მთლიანად კითხულობს ინფორმაციას, ამის შედარება შეიძლება მხოლოდ გადაშლილი წიგნის მკითხველ ადამიანთან, მხოლოდ ასჯერ უფრო ზუსტად. გამოკვლევებისას დაისვა საკითხი, სოლიტონები როგორ ახერხებენ ამას? საიდან იღებენ სათანადო ბრძანებას?
საკითხი იმდენად საინტერესო იყო, რომ მეცნიერული საქმიანობა და ექსპერიმენტები ცენტრალურ ეკონომიკა-მათემატიკურ ინსტიტუტში (центральный экономко-математический институт РАН) გაგრძელდა. გამოკლევების შეჯერებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ სოლიტონებზე ზემოქმედება ხდება ადამიანური მეტყველებით და ჩატარდა ასეთი ექსპერიმენტი: სოლიტონებს მიეწოდა ინფორმაციის მატარებელზე ჩაწერილი ადამიანების მეტყველება. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – სიტყვების ზემოქმედებით სოლიტონები გამოცოცხლდნენ. მკვლევარები უფრო შორს წავიდნენ – ამ ინფორმაციას აგზავნიდნენ ხორბლისკენ, რომელიც მანამდე რადიოაქტიური ნივთიერების იმ დოზით იყო დასხივებული, რომლის ზეგავლენა ხევს დნმ-ს ჯაჭვს და სიცოცხცლის უუნაროს ხდის. ადამიანური სიტყვებით ზემოქმედების შემდეგ სწორედ ასეთმა ხორბლმა სასიცოცხლო უნარი გამოავლინა. მიკროსკოპის ქვეშ გამოჩნდა დნმ-ს აღდგენის პროცესი, რომელიც რადიაციის მიერ დარღვეული იყო.
დაიდო დასკვნა:
ადამიანის სიტყვებმა შეძლო მკვდარი უჯრედის აღდგენა, ანუ სიტყვების ზემოქმედების შედეგად სოლიტონებმა შეიძინეს მაცოცხლებელი ძალა. ეს შედეგები დადასტურებული იქნა სხვა ქვეყნების მიერ არაერთხელ ჩატარებული ცდებით. მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ამერიკა. მეცნიერებმა შეიმუშავეს საგანგებო პროგრამა, რომლითაც ადამიანური მეტყველება რხევად დატრანსფორმირდა, ტალღა-სოლიტანებს დაედო და შემდეგ მცენარეთა დნმ-ზე ზემოქმედებისთვის გამოიყენეს. შედეგად მნიშვნელოვნად დაჩქარდა ზრდა და მცენარეთა ხარისხი ამაღლდა.
მსგავსი ცდები ჩატარდა ცხოველებზე და დადასტურდა ამ ზემოქმედების შედეგად არტერიული წნევის გაუმჯობესება, პულსის გათანაბრება, სომატიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება.

მეცნიერები ამაზე არ შეჩერებულან. აშშ-ს სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომლებთან ერთობლივად ინდოეთში ადამიანების აზრებსა და პლანეტის მდგომარეობაზე არაერთხელ ჩატარდა ექსპერიმენტები, რომელშიც 60-დან 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ეს დიდი რიცხვია. ექსპერიმენტისას მთავარი და აუცილებელი იყო ადამიანებში ცდისპირებში შემოქმედებით აზრები. ამისთვის მონაწილეებს ნებაყოფლობით აერთიანებდნენ ჯგუფებში და ისინი საკუთარ პოზიტიურ აზრებს აგზავნიდნენ ჩვენი პლანეტის განსაზღვრულ წერტილში. იმ დროს ამ ადგილად შერჩეული იყო ერაყის დედაქალაქი – ბაღდადი, სადაც მაშინ სისხლისმღვრელი ომები მიმდინარეობდა. ცდების მიმდინარეობისას საომარი მოქმედებები მკვეთრად შემცირდა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ განახლებულა. ექსპერიმენტების დროს ქალაქში დანაშაულობებიც შემცირდა.
აზრების კეთილისმყოფელი ზემოქმედების პროცესი ფიქსირდებოდა სამეცნიერო ხელსაწყოებით, რომელშიც რეგისტრირდებოდა დადებითი ენერგიის ნაკადი.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ექსპერიმენტებმა დაადასტურეს ადამიანური აზრებისა და გრძნობების მატერიალურობა და მათი წარმოუდგენელი უნარი წინ აღუდგნენ ბოროტებას, სიკვდილს და ძალადობას. უკვე მერამდენედ მეცნიერულად ამტკიცებენ უძველეს აღქმების ჭეშმარიტებას: ადამიანურ აზრებს შეუძლიათ როგორც შექმნა, ასევე დანგრევა.
არჩევანი ადამიანზეა, მისი ყურადღების მიმართულებაზეა დამოკიდებული ადამიანი შექმნელის დადებით თუ დამანგრეველის ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს საკუთარ გარემოცვასა და საკუთარ თავზე თუ არა. ადამიანური სიცოცცხლე – მუდმივი არჩევანია და შესაძლებელია ისწავლო მისი სწორად და შეგნებით არჩევანის გაკეთება.

ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ