განცხადებებისოცქსელი

«განელდა გავრილოვის ღამე მოხვედრილი ტყვიების ტკივილი? აღარ გვახსოვს ამოთხრილი თვალები და დალეწილი ძვლები?»-დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშიას» ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

«ჰუსეინ მაჩალიკავშილი.
ბეჟან ლორთქიფანიძე.
ირაკლი ოქრუაშვილი.
ნიკა მელია
ამ ადამიანებს აერთიანებს 225 მუხლი.
ადამიანები, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებულები არიან გავრილოვის ღამე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო.

მოგმართავთ თხოვნით, ეს სია შევავსოთ იმ ადამიანებით, ვინც აქამდე დააკავეს. ვინც დაგვავიწყდა და ვისაც განყენებულად ვუყურებთ შორიდან, ჩვენ ხომ არ დაგვიჭირეს და რა პრობლემაა???
განელდა გავრილოვის ღამე მოხვედრილი ტყვიების ტკივილი? აღარ გვახსოვს ამოთხრილი თვალები და დალეწილი ძვლები?
გაზის გემო და წიწაკის გაზისგან ამწვარი თვალები როგორ გვახსენდება ნეტავ?

რატომ არ ვინტერესდებით იმ ადამიანების ბედით, ვინც ჩვენთან ერთად იცავდა ერის ღირსებას?

მაგრამ არც ეს გულმავიწყობაა გასაკვირი, ჩვენ ბევრი რამე აღარ გვახსოვს, რუსეთთან ომებში დაღუპული გმირები, არც გატაცებული ადამიანები საოკუპაციო ხაზიდან, გადმოწეული საოკუპაციო ხაზი, გარეჯი, რომელიც ფაქტობრივად წართმეულია, რომლის გაპროტესტების ცეცხლივით გვეშინია, ეს ხომ თურმე რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. კიდევ ბევრი დავიწყებული რამის ჩამოთვლაა შესაძლებელი, მაგრამ ერთად გავიხსენოთ ჯობია.

არავითარი სახელწიფოს გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა გავრილოვის ღამე.
ეს მცდელობა მაშინ იყო, როდესაც ჩვენმა მთავრობამ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა!
ამ დაჭერებით კი გრძელდება გავრილოვისთვის და კრემლისთვის ბოდიშის მოხდის პროცესი. ბოდიში იმისათვის, რომ ქართველ ერს არ უნდა რუსული ჩექმა თავის კისერზე!
ბოდიში იმისათვის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ქართველი ერის სათანადოდ შემზადება რუსული ბატონობისთვის.
ბოდიში იმისათვის, რომ რუსეთის რბილ და არამარტო რბილ ძალას ვეწინააღმდეგებით!
ბოდიში იმისათვის, რომ მოვახერხეთ და ცოტა ხნით მაინც დავდექით ერთად!

უნდა გვახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!»-წერს დავით ქაცარავა

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

სკანდალი! — რა კავშირი აქვს აფხაზეთის მთავრობის თავ-რეს, რუსლან აბაშიძეს აფხაზ სეპარატისტებთან?

ჯიმ რიში ქართულ მხარეს მოუწოდებს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს

«გაბუ, არ ხარ მარტო!»-თენგო გოგოტიშვილმა პუტინს აგინა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი