თბილისის მეტროში განგაში გამოცხადდა, მეტროსადგურ “300 არაგველზე” მატარებლის ვაგონი მგზავრებს ისე დაატოვებინეს, რომ მიზეზი არავის განუმარტავს.
დაცლილი მატარებელი სპეციალურ ჩიხში გადაიყვანეს, ხოლო მგზავრებს მიუთითეს რომ სხვა მატარებელში შესულიყვნენ.
მსგავსი შემთხვევები თბილისში ამ ბოლო დროს ძალიან ხშირი გახდა.
მეტროსადგურ “300 არაგველზე” მომხდარ შემთვევაზე “რუსთავი 2″-თან თამარ ხუციშვილი საუბრობს:
„300 არაგველზე” როგორც კი შევედით, გარედან ატყდა განგაში. თავიდან ჩხუბი გვეგონა და შემდგომ საპატრულო პოლიციის ფორმებით ჩამოიარეს. დაიყვირა ვიღაცამ განგაშიაო და მთელი ვაგონი დაგვცალეს. თან გადაამოწმეს რომ მგზავრი არავინ დარჩენილიყო. შემდეგ ერთად შეგვკრიბეს. თავიდან ინფორმაცია არაფერი არ მოგვაწოდეს. რამდენიმე წუთში გვითხრეს რომ შეგვეძლო შემდეგ გამვლელ ვაგონს გავყოლოდით. არავინ არ თქვა რა მოხდა. უბრალოდ ატყდა ამბავი რომ განგაში იყო და უნდა დაგვეცალა ვაგონები ყველას,“-განაცხადა ხუციშვილმა.
