განათლების სამინისტროს ძველი კადრები დაუბრუნდნენ. პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.
ერთხელ უკვე ამ პოსტზე მყოფი (2017-18 წწ.) მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.
მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე 7 ნოემბერს დატოვა.
Loading…