განცხადება/მიმართვა

გამყრელიძე- მომხრე ვართ კოვიდპასპორტიანებს შესაბამისი “პრივილეგია” ჰქონდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გადაცემა “კომენტარში” საუბრობს, რომ მომხრეა  ვისაც კოვიდპასპორტი ექნება  “პრივილეგია” ჰქონდეთ”

«ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს, იგივე, ვინც არიან აცრილი ორჯერადად ან ერთჯერადად, სხვადასხვა ინცენტივები საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. ამ ტიპის რამოდენიმე ასეთი ინცენტივი წარდგენილია საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული.

რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი “პრივილეგია”, უპირატესობა. მოგეხსენებათ, ეს უკვე ბევრგან არის, იგივე ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი ან აცრილი რესტორნები, სასტუმროები, სადაც ყველა აცრილია. ასევე, გვაქვს კოვიდთავისუფალი კლინიკები, სადაც ყველა ექიმი, სამედიცინო პერსონალი აცრილია და ასე შემდეგ. ეს სერიოზული პრივილეგიაა ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ ადამიანი, როდესაც მიდის კლინიკაში და იცის, რომ იქ ყველა აცრილია, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების, ან იგივე იქნება ეს რესტორანი თუ სხვა დაწესებულება»-განაცხადა გამყრელიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის და კრიმინალების მიერ დანიშნული და არა ხალხის არჩეული პრეზიდენტი»-ქართველმა სტუდენტმა ლიეტუვაში სალომე ზურაბიშვილს მიმართა

“თანასწორობის მოძრაობა” სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

«ზვიად გამსახურდია,როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა,ამისთვის თენგიზ კიტოვანს,ჯაბა იოსელიანს,თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას დიდი მადლობა» _ სალომე ზურაბიშვილი

დატოვე კომენტარი