საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება გააკეთა:
“…შესაბამისად, ალბათ, მოვიდა ის დრო, როცა უნდა შეიცვალოს კიდეც დამოუკიდებლობის თარიღის აღნიშვნა და ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობა უნდა იზეიმოს სწორედ 9 აპრილს და არა 26 მაისს,
როცა 1918 წელს ჟორდანიას მიერ მაშინდელი ქვეყნის დამოუკიდებლობა იქნა გამოცხადებული, რაც 3 წელიწადში დავკარგეთ რუსული ჯარის შემოჭრისა და მაშინდელი მთავრობის უთაობით , 70 წელი საბჭოეთის კოლონია ვიყავით და მხოლოდ 1991 წელს ხელახლა მოვიპოვეთ თავისუფლება ზვიად გამსახურდიას მოწამებრივი ღვაწლით, მაგრამ 1995 წელს შევარდნაძის ზეპირი გადაწყვეტილების საფუძველზე სწორედ ჟორდანიას თარიღი იქნა საზეიმო დღედ დადგენილი და არა გამსახურდიას თარიღი, ანუ დღევანდელი რესპუბლიკის დაბადების თარიღი, ანუ ის, რაც რეალობაა და რაც ჩაწერილია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში.”
“ნათელია შევარდნაძის მოტივი, ასახსნელია სააკაშვილის მოტივი, მაგრამ გაუგებარი იქნება ოცნების მოტივი, და მისი ერთკვირიანი დითირამბები გამსახურდიას მიმართ სრულ ფარისევლობად აღიქმება , თუ ქვეყნის ყოველწლიურ ყოფა- ცხოვრებაში დამოუკიდებლობის საზეიმო დღედ არ დადგინდა მისი ნამდვილი დაბადების დღე – 9 აპრილი.
იმედი მაქვს, რომ ოცნების სიტყვები და ქმედება წინა კვირას არ იყო ფარსი და სიყალბე და კიდეც შეცვლით ქვეყნის დამოუკიდებლობის საზეიმო აღნიშვნის თარიღს და ამით შეასრულებთ როგორც ზნეობრივ, ისე უზენაესი კანონის მოთხოვნას- ქვეყნის რეალური ისტორიისა და კონსტიტუციური ჩანაწერის პატივისცემას.
დიახ, კოლეგებო, გამსახურდიას 9 აპრილი და არა ჟორდანია- შევარდნაძის 26 მაისი.”
