განცხადებები

«გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია…»-ფრიდონ ინჯია

საქართველოს პარლამენტის წევრი “ევროპელი სოციალისტებიდან”, ფრიდონ ინჯიას განცხადებით საყოველთაო ამნისტია უნდა გამოცხადდეს.

«არ გამოვრიცხავ, ხვალ და ზეგ კიდევ იქნეს ესეთი მოთხოვნები, რომ ეს გასათავისუფლებელია. ახლა როგორ გავარკვიოთ ჩვენ, ის სამართალდამცავები, რომლებიც იცავდნენ პარლამენტის შენობას, სახელმწიფო დაწესებულებას, ასრულებდნენ თავის მოვალეობას და იყო დესტრუქციული ჯგუფი, რომელიც მართლაც რომ უკანონო ქმედებებს სჩადიოდა. ახლა ერთს მივუდგეთ როგორც გასათავისუფლებელი და იმათ ამნისტია და მეორეს, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი მოვალეობიდან გამომდინარე, თავდადებით, იმას ეს არ შეეხოს. საერთოდ ჩვენს პარტიას, “ევროპელ სოციალისტებს” გვაქვს ასეთი იდეა და სწორი იქნება იმისათვის, რომ მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია. მაშინ არ იქნება ის მეოთხე თუ მეხუთე ეტაპი, როდესაც კვლავ იქნება მოთხოვნა, ეს და ეს გათავისუფლდეს. ის ვინც კრიმინალია, ერთ თვეში კვლავ ციხეში იქნება, ხოლო ის ვინც უკვე მოიხადა, მე მაქვს მხედველობაში ვისაც მისჯილი აქვს, ამით ჩვენ ეკონომიას გავუკეთებთ გინდა ერთ თვეში რამოდენიმე ათეულ მილიონს სახელმწიფოს და კიდევ არ იქნება სასპეკულაციო»

შეგახსენებთ საქართველოს პარლამენტში ამნისტიის კანონზე ხელისუფლება და ოპოზიცია  მუშაობს, რომლის მიხედვით, სასჯელისგან შესაძლოა, გათავისუფლდნენ 2019 წლის 20-21 ივნისის. ე.წ. გავრილოვის ღამის დამნაშავეები.

Loading…

მსგავსი პოსტები

გედევან ფოფხაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა

«პროპორციული არჩევნების მერე წარმოგიდგენიათ რა იქნება ქვეყანაში?»-არჩილ თალაკვაძე პროპორციულ არჩევნებზე

Joni Kvaracxelia

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომი პეტკეკმა ოკუპანტის მიერ უკანონო ბორდერიზაცია დაგმო

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი