სოცქსელი

გამახარა პუტინის დამოკიდებულებამ- ირმა ინაშვილი

«რუსეთის პრეზიდენტმა ძალზედ ღირსეული და დროული კომენტარი გააკეთა. პირადად მე გამახარა ამ დამოკიდებულებამ. ნამდვილად, ქართულ- რუსულ ურთიერთობებს სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ და ასეთი მიდგომა ორივე მხარისთვის სასიკეთო და ქრისტიანულ ნაყოფს გამოიღებს.

არ დავმალავ, ეს დღეები უკიდურესად დაძაბული შრომის დღეები იყო. ჩვენ ჩვენი წილი ვიშრომეთ, რომ ვითარება განმუხტულიყო და უდაოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა შრომამ პირველი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი გუნდის წევრები უახლოეს დღეებში ჩავლენ მოსკოვში. თქვენ იცით, რომ ვიზების გაუქმებაზეც ვიყავით შეთანხმებული, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივაც ძალზედ პოზიტიურად განიხილებოდა. პროვოკატორებმა ქვეყანა უკან დახიეს და ეს პირველად არ ხდება… მაგრამ გამოსავალს, ღვთის წყალობით, კვლავ მოვძებნით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეგობრების ვიზიტი მოსკოვში ჩვენს სამშობლოს საგრძნობ და ჩვენი მტრებისთვის შესაშურ სიკეთეს მოუტანს.»-წერს სოციალურ ქსელში «პატრიოტთა ალიანსის» წევრი ირმა ინაშვილი.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ღირებულებების დაცვა ჩოხა-ახალუხის ჩაცმით არ ხდება. მის შენარჩუნებას არც ეროვნულობა განსაზღვრავს, რადგან ადამიანური თვისებები ყველაფერზე მაღლა დგას»-მამა პეტრე

«ავადმყოფი ირანელის გვერდს გადავაწყდი, ქართველი ბავშვების, ძირითადად გოგონების ფოტოებს აზიარებს და შეკვეთებს იღებს ინტერნეტით»

«მიშა, ვისაც ჩავაცვი , იმან გამხადაო , მგონი შენთვის არის ეს ფრაზა მოფიქრებული ….»-მეგი გოცირიძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი