«ქართული ოცნების» პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გახარებულია პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მმართველი გუნდი მხარს სწორედ მას დაუჭერს საპრეზიდენტო არჩევნებში.
სხდომის დამთავრების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა:
«გამართლდა მოლოდინი. ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. ასევე მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ჩემთვის ძალიან დადებითი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, მმართველი პარტიისთვისაც სწორი და დემოკრატიულია. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. უკვე დღეიდან, ამ საღამოს მსგავსად ველოდები გამარჯვებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.