სოცქსელი

«გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა»-კალაძე

დონალდ ტრამპზე თავდასხმის ფაქტს, თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში  გამოეხმაურა:

«გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა – საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება.

თავდასხმას შეეწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები.

ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას!

ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს კი ვუსურვებთ მშვიდობას და საკუთარი არჩევანის მშვიდ, სამართლიან გარემოში გაკეთებას!»- წერს კახა კალაძე

მსგავსი პოსტები

«ბიძინა! ეს ერთი მიზეზიც კმარა იმისთვის, რომ ვიყო შენი დაუძინებელი მტერი»-ნუგზარ სულაშვილი

«ნიჭიერო ქართველო მომღერლებო, მეტი გამბედაობა და კრეატიულობა და გრემიც აქაა…»-ნიკა გვარამია

«სალომეს, ვიღაც მტერი ჰყავს…»-მეტრეველი ზურაბიშვილს

დატოვე კომენტარი