ეკონომიკა

გაზპრომმა უკრაინასთან ყველა არსებული კონტრაქრების გაუქმების შესახებ განაცხადა

გაზპრომის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მილერმა განაცხადა, რომ იძულებულია გააუქმოს უკრაინასთან არსებული ყველა კონტრაქტი, რადგან წინააღმდეგია, რომ «უკრაინამ გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები მის ხარჯზე».

მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი მიდის როგორც უკრაინელი მომხმარებლის გაზით დაკმაყოფილებაზე, ასევე ევროპაში ტრანზიტის მოლაპარაკებაზეც.

კონტრაქტების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაზპრომის ხელმძღვანელმა  ახსნა სტოკჰოლმის არბიტრაჟის მიერ «გაზპრომის ინტერესების დარღვევით».

«არბიტრებმა საკუთარი გადაწყვეტილება უკრაინის ეკონომიკის მკვეთრი გაუარესებით ახსნეს. ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ, რომ ჩვენს ხარჯზე წყდებოდეს უკრაინის ეკონომიკის პრობლემები. ასეთ სიტუაციაში კონტრაქტების მოქმედების გაგრძელება «გაზპრომისთვის» არამიზანშეწონილი და არახელსაყრელია», — განაცხადა მილერმა.

განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, 1 მარტს გაზპრომმა 20 პროცენტით დააგდო წნევა რუსეთიდან უკრაინისკენ მომავალი გაზოტრანსპორტის სიტემების გაზის მილებში.

იმავე 1 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინა ევროსაბჭოს, გაზპრომი არ ასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულბებს და სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებებსო.

ცნობა: «ნაფტოგაზმა» ადრე მოუგო გაზპრომს არბიტრაჟი ტრანზიტის შესახებ: რუსეთის მონოპოლისტი ვალდებულია გადაუხადოს ნაფტოგაზს 2,56 მლრდ. აშშ დოლარი.

წყარო: http://biz.liga.net

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

პენსია 400 ლარი გახდება — ნიკა მელია

ავიაკომპანია Ryanair-მა ჩვენს აეროპორტში ოპერირება დაიწყო

ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან უკვე გაყიდა ჯამში 160 მილიონი აშშ დოლარი

დატოვე კომენტარი