მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის გარდაცვალების შესახებ, თუმცა მისმა მრჩეველმა, იასინ აკტაიმ უარყო გავრცელებული იფორმაცია.
«ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ამ დროს, ყოველ წელს ჩვენი პრეზიდენტი შვებულებაშია. მისი არყოფნა ყოველთვის საუკეთესო ფონს უქმნის ასეთ სპეკულაციებს» — განაცხადა აკტაიმ.
ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნდა ტვიტერში 21 ივლისს. მრჩევლის თქმით თურქეთში ამ სექმენტზე და სხვა სოცქსელებზე მოქმედებს «ტროლების არმია».
ფეიკ სიახლე აიტაცეს და გაავრცელეს როგორც არაბულმა ასევე ისრაელის მედიის წარმომადგენლებმაც. თუმცა თურქეთის მასმედიამ ის დააიგნორა და არასერიოზულადაც აღიქვა.
P.S. ერდოღანი საჯაროდ არ გამოსულა 18 ივლისიდან, თუმცა მისი სახელით თითქმის ყოველდღე კეთდება განცხადებები. ადრეც ის ასე დიდი ხნით არ გამოჩენილა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალებამდე.