“შაბათის კურიერის” ინფორმაციით რუსეთმა საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდების გამოძევება დაიწყო
ტარიელ ონიანი, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობს ქურდულ სამყაროში 40 დღეში თავისუფალი იქნება.
რუსეთმა არ იცის ტარიელ ონიანი სად გააძევოს, ვინაიდან რუსეთის პროკურატურის განმარტებით მას არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მას საქართველოს მოქალაქეობა აღმოაჩნდა.
“კურიერმა” გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, ქართველ ამომრჩეველთა ერთიან სიაში იპოვა.
როგორც ირკვევა, ოფიციალური მონაცემების მიხედვით ქუთაისელი ტარიელ ონიანი ბოლნისშია რეგისტრირებული.

Loading…
