გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ საქართველოში საქმიანობა დაასრულა. ის მის საქმიანობას უკრაინაში, როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი გააგრძელებს.
,,როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პარტნიორებთან ერთად, საქართველოში ქალებისა და გოგოების უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე 7 წლის განმავლობაში ვიმუშავე. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მუშაობა და ურთიერთობა ქალებთან და გოგოებთან მრავალი სფეროდან, მრავალი რეგიონიდან, ასევე თანამშრომლობა ქალთა საკითხებზე არაჩვეულებრივ ადამიანებთან მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო განვითარების სააგენტოებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციებიდან. მადლობას გიხდით საქმის მიმართ უპირობო ერთგულებისა და პარტნიორობისთვის. ამ დაუვიწყარი დროის შემდეგ ჩემი საქმიანობა უკვე უკრაინაში გრძელდება. საქართველოს კი ვუსურვებ მშვიდობას, წინსვლასა და პროგრესს დემოკრატიისა და გენდერულად თანასწორი საზოგადოების მშენებლობაში. დიდი მადლობა!“
———
Ms. Erika Kvapilova, UN Women Representative in Georgia has concluded her mission in Georgia to assume a new role of UN Women Representative in Ukraine.
„After seven unforgettable years working with numerous partners in Georgia towards the advancement of women and girls and gender equality as UN Women Country Representative, I will be moving to Ukraine to continue in this mission. I have been privileged to serve women and girls from different walks of life and different regions of Georgia and to work with extraordinary individuals in the Government, Parliament, in civil society, in academia, in the private sector, with human rights defenders and women at the grass-roots level, with international development partners and UN colleagues. Thank you all for your commitment, dedication and partnership in this joint effort. I am wishing Georgia all the best: peace, prosperity, sustainable progress towards democracy and a society equal for all women and men, girls and boys! THANK YOU!“
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ საქართველოში საქმიანობა დაასრულა
Loading…