გაეროს განცხადება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე

0
134

ბელარუსში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვითარების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, ანაის მარინმა ოფიციალურ მინსკს მოუწოდა, შეაჩეროს „საკუთარი ხალხის მიმართ რეპრესიები“ და მიუთითა ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ათასობით მონაწილის დაკავებაზე. მარინის განცხადება მოჰყვა ბელარუსში ახალ საპროტესტო გამოსვლებს, რომელთა მონაწილეები მხარს უჭერენ ქვეყნის მასშტაბით გაფიცვებს. მის პირველ დღეს, 26 ოქტომბერს, მთელს ქვეყანაში კიდევ ასობით ადამიანი დააკავეს. მარინის ინფორმაციით, რაც მან გაეროში გამოსვლისას ახსენა, სულ მცირე, 20 ათასი ადამიანი დააკავეს ბელარუსში აგვისტოსა და სექტემბერში, ასობით მათგანი ნაცემი და ნაწამებია. მომხსენებელმა ილაპარაკა ასევე მუქარის, დაშინებისა და დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის სხვა შემთხვევებზე.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ