სოცქსელი

«გაერკვიეთ საკუთარ თვითიდენტიფიკაციაში პატივცემულებო»

გამოსავალი არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რომელიც აყალიბებს დამოუკიდებელ კაპიტალს და დამოუკიდებელ საშუალო კლასს.

ეს კლასი კი არის მარცხენა მენტალობის მატარებელი…
ანუ საჭიროა მემარცხენე იდეოლოგია..
რაც დღეს საგინებელი ცნებაა…

ოღონდ სწორედ მემარცხენე იდეოლოგიის პარტიას ექნება მეტი მხარდაჭერა და ოლიგარქიის დამარცხების შანსი.
მემარცხენე იდეოლოგიას გარედან დემოკრატიული ძალების მხარდაჭერაც ექნება..

ანტიგლობალისტური და ანტიდემოკრატიული მემარჯვენეები არსებულ ოლიგარქიას უჭერენ მხარს და რეალურად არ სჭირდებათ კონკურენტული ეკონომიკა და დემოკრატია. მხოლოდ დემოკრატიის სახელს არიან ამოფარებულები.

ტოტალურად მემარჯვენე საზოგადოება რომ გვაქვს კომუნისტურ კომკავშირული ოლიგარქიული საბჭოეთის მემკვიდრეობა არის სწორედ და ამ ძალებით კონტროლირებული მედია ტელევიზია თათხავს მარცხენა იდეებს და დემოკრატებს.

სსრკ-მ დაამშია ადამიანები და უკიდურესად ეგოისტური საზოგადოებები შექმნა.

ამიტომაც რაღაცნაირი ჰუმანურობა თუ გვაქვს ეს უფროა გასაკვირი ვიდრე ტოტალური ეგოიზმი.

მემარჯვენეობა არის კიდევაც ეგოისტური მენტალობა და იშვიათი არიან კოსმოპოლიტური მენტალობის მემარცხენე ადამიანები.

სურვილი თუ გაქვთ რომ მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული, თუ გინდათ რომ ეროვნულ ინტერესებს იცავდეს ხელისუფლება, სამართლიანი სასამართლო და კარგად ვცხოვრობდეთ მოქალაქეები საკუთარი შრომით ეს არის მარცხენა იდეოლოგია სწორედ.

მემარჯვენეები როცა ამბობენ «ჩვენ» გულისხმობენ მხოლოდ საკუთარ თავს, საკუთარ კლასს, სამეგობროს, წრეს, კლანს და არამც და არა მთლიანად ხალხს.

მზაკვრული მდიდარი ოლიგარქიულ მონარქისტული კლასის იდეოლოგია არის მემარჯვენეობა.

გაერკვიეთ საკუთარ თვითიდენტიფიკაციაში პატივცემულებო.

საფრენდეთში იმდენი მემარცხენე მყავხართ რეალურად, ოღონდ თავად არ იცით რომ მემარცხენე მენტალობას ფლობთ.
ან იცით და ვერ ბედავთ, წნეხია დიდი.

გაბედეთ!
დასაკარგი მაინც აღარაფერია.

პატივისცემით იაკობინელი
თეიმურაზ ზაქრაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსთავი 2»- დან წასული რამოდენიმე ჟურნალისტი ისევ «რუსთავი2»- ში დაბრუნდა-იხილეთ სია

«ვალენტინობა – წარმართული “დღესასწაული”-დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი

«უსამართლო ქვეყანა გვაქვს, სამარცხვინოც კი…»-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი