covid-19

“გადავურჩებით იმას, რასაც ვერ გადარჩა ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, თუმცა მთლიანად ვერ გადავრჩებით”-თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა POSTV-ის ეთერში კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დიდხანს შევინარჩუნებთ არსებულ სურათს, იქნება უფრო მეტი გავრცელება, ასევე იქნება ლეტალური შემთხვევები, როგორც ახლა, განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში ერთი-ორი საფეხურით უკან ვდგავართ დანაკარგების რაოდენობით, თუმცა კარგი შედეგების თვალსაზრისით, ერთი-ორი საფეხურით წინ ვართ, გვინდა ეს პროპორცია შევინარჩუნოთ. ჩვენთანაც იქნება ბევრად მეტი შემთხვევა, იქნება შიდაგავრცელება, ლეტალური შემთხვევებიც, მაგრამ მგონია, რომ არსებულ დისტანციას შევინარჩუნებთ. პირობითია ეს ცნება, მაგრამ ჩვენ გადავურჩებით იმას, რასაც ვერ გადარჩა ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, თუმცა მთლიანად ვერ გადავრჩებით”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდსიტუაცია ბრაზილიაში

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა საქართველოში

უნდა გავითავისოთ, რომ მე-3 დოზა აუცილებელი იქნება, მე-4 დოზაც გამორიცხული არაა – ამირან გამყრელიძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი