განცხადება/მიმართვა

“გადავდივართ მოქმედების სულ სხვა რეჟიმსა და ტალღაზე”-ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება

ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს 12:00 საათზე გამოაცხადებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ  ოპოზიცია მოქმედების სულ სხვა რეჟიმსა და სულ სხვა ტალღაზე გადადის.

„ჩვენ პრაქტიკულად უარი ვთქვით ყველანაირ პროტესტზე ქუჩაში, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ კიდევ გამოინახებოდა საღი აზრი „ქართულ ოცნებაში“ და ჩვენ მივიდოდით გარკვეულ შეთანხმებამდე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია და მათ შორის უარი ვთქვით 20 მარტის აქციაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, მაგრამ ახლა ჩვენ გადავდივართ მოქმედების სულ სხვა რეჟიმსა და სულ სხვა ტალღაზე, ამიტომ ჩვენი გეგმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, 12:00 საათზე გამოვაცხადებთ რუსთაველზე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, დროში გაწელილი გეგმით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე და 12:00 საათზე ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ხედავს, რომ ეს ბრძოლა უკვე ეგზისტენციალური ხასიათისაა, გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას, თარიღებისა და რეგიონების მიხედვით“, -განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გიგი უგულავამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

“აჩაჩული ქალი…’ჩექმებიანი კატა’…შემრცხვა ჩემს ქვეყანაზე მართლა”-სააკაშვილი ზურაბიშვილის ჩაცმულობაზე

“სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი და ამით გაუსწორა რუსებს” – გია ვოლსკი

არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ ციხეში გარდაიცვალოს – ედუარდ სააკაშვილი

დატოვე კომენტარი