განცხადებები

«გადადგეს დამპალი და გარყვნილი თეა წულუკიანი»-კახა კუკავა

როგორც ვიცით 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით და ისინი ხელმოწერებს აგროვებენ, როგორც ოპოზიციური პარტიები ამბობენ ეს აქტივობები რეგიონებშიც გადაინაცვლებს.

4 ოპოზიციური პარტია: «თავისუფალი საქართველო», «ტრადიციონალისტები», პარტია «თავისუფლებისა» და «ქრისტიან დემოკრატების» წარმომადგენლები ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტების განადგურებაში თეა წულუკიანს ადანაშაულებენ და ასევე ითხოვენ თანამდებობები დატოვონ მოსამართლე ლევან მურუსიძემ და იუსტიციისა და საპროკურორო საბჭომ.

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე   კახა კუკავა აცხადებს, რომ:

„ვითხოვთ ხელისუფლებისგან იუსტიციის მინისტრის გადაყენებას, რომელიც არის ამ ბოლომდე დამპალი და გარყვნილი მართლმსაჯულების სათავეში,“-განაცხადა კუკავამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“-კახა კალაძე

«პირბადის ტარება მომავალში ნორმად იქცევა»

«ბუნებაში არ არსებობს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს»-კალაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი