მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი «რუსეთი ოკუპანტია» ავრცელებს პეტიციას სადაც მოითხოვენ გორის მოქმედი მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომას და საზოგადოებას მოუწოდებენ დაუჭირომ მხარი მოცემულ ინიციატივას ხელმოწერით. გთავაზობთ გავრცელებული პეტიციის სრულ ტექსტს:
«გადადგეს გორის მერი — კონსტანტინე თავზარაშვილი!
გორის მერის სკანდალურმა განცხადებამ საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია. ოპოზიცია კონსტანტინე თავზარაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს. მაღალი თანამდებობის პირმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე 2008 წელს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა და თქვა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბა.
“…ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა..”».