covid-19

გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს

სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გამონაკლისის სახით, საქართველოში ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1-ელ მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი. სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდსიტუაცია ესპანეთში

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეპიდსიტუაცია რუსეთში

დატოვე კომენტარი