«გააგრძელებთ ბჭობა მსჯელობას რუსი შემოვუშვათ თუ უკრაინელი?»

0
272

რუსების მიერ 200 ზე მეტი დარეგისტრირებული კომპანია საქართველოს სახელით შეისყიდის მოსკოვისთვის საჭირო პროდუქციას.
რუსეთის ნაწარმს კი გაყიდის მსოფლიოს ბაზრებზე საქართველოს სახელით.
შემოსული ვალუტა წავა მოსკოვში.
იური შვეცმაც მოყვა ამის შესახებ და ბიზნესში ჩახედულმა კაცმაც კარგად ვიცი რას ნიშნავს ეს რუსული ნაკადი საქართველოში.
ასე რომ მოსკოვიდან და მოსკოვის მიმართულებით საქართველოდან იგეგმება კოლოსალური ტვირთბრუნვა.
გაგანია ომის და სანქციების პირობებში.
მოკლედ, ოცნების ხელისუფლებამ მოსკოვს მოუწყო ეკონომიკური «სასუნთქი აპარატი» სანქციების გვერდის ავლით და რუსეთის ეკონომიკის მაშველ რგოლად მოევლინა ჯოჯოხეთური სანქციების ფონზე.
ჩვენ კი მოქალაქენი უფრო დიდი სირცხვილისთვის და თავის მოჭრისთვის მოვემზადოთ მოძმე უკრაინის და მსოფლიოს წინაშე.
ასევე მოვემზადოთ ისეთივე მძიმე სანქციებისთვის რაც აქვს რუსეთს.
თუ გგონიათ ასეთ რამეს დასავლეთი აპატიებს ჩვენს სახელმწიფოს ძალიან შემცდარხართ.
ყველაზე გასაგები სანქცია მაგალითად კომპანია მაიკროსოფტი თუ იტყვის უარს თავისი არსებული პროგრამების პროგრამულ მხარდაჭერაზე ჩვენ კომპიუტერები და სმარტფონები ჩათვალეთ რომ აღარ გვექნება და რუსებთან ერთად დავბრუნდებით ქვის ხანაში.
ჰოდა თუ არ გვინდა ქვის ხანაში დაბრუნება მაშინ გადავაყენოთ ეს კორუმპირებული და ანტიეროვნული ხელისუფლება.
ასე რომ არჩევანი ნათელსა და ბნელს შორის როგორც არასდროს არის პირდაპირი მნიშვნელობით.
აბა რას იტყვით?
გააგრძელებთ ბჭობა მსჯელობას რუსი შემოვუშვათ თუ უკრაინელი? რუსოფობია კარგია თუ ცუდია?
ტელევიზორშიც ბლომად მსჯელობენ ოღონდ რაზე მაინც ვერ ვიგებ.
ოღონდ მერე სად დაწერთ თქვენს ღრმა ნააზრევებს როცა ინტერნეტიც არ გვექნება ეგ უკვე აღარ ვიცი.
ისე კი ვიმსახურებთ სერიოზულ სასჯელს ასეთ უგვანო, ანტიეროვნულ მტრის დასმულ ხელისუფლებას რომ ამდენი ხანი ვითმენთ.
გამოუშვი სანქციები მისტერ ჯო.
ესენი ჭკუაზე მაინც არ მოვლენ, ფულს დახარბდებიან, მათი გამჩერებელი კი მაინც არავინ არის.
ასე რომ ხვალიდანვე შეიძლება სანქციების დაწყება.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ