ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იმერეთში“ აფეთქება მოხდა. კორპუსის ორი მაცხოვრებელი აფეთქების მომენტში სარდაფში იმყოფებოდა. ისინი მაშველებმა ნანგრევიდან ამოიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტური იყო. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, დაკეტილ რესტორანში მოხდა. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია.
Loading…
