მსოფლიოშისკანდალი

ბულგარეთი რუს დიპლომატს აძევებს

ბულგარეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსი დიპლომატი, რომელიც ეჭვმიტანილია ჯაშუშობაში. მას 72 საათი მისცეს ქვეყნის დატოვებისთვის. საგანგებო პროკურატურის მონაცემებით, რუსი დიპლომატი 2017 წლის შემდეგ აგროვებდა მასალას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. მათ შორის იყო ცნობა აშშ-ის ჯარის რაოდენობის შესახებ ბულგარეთში ერთობლივი წვრთნის დროს. ჩანს, ამ ინფორმაციას შემდეგ ის რუსეთის სამხედრო დაზვერვას, გე-ერ-უ-ს აწვდიდა. ბულგარეთი არ ამხელს ასევე რუსი დიპლომატის ვინაობას. სოფიაში რუსეთის საელჩო იტყობინება, რომ აძევებენ რუსეთის სამხედრო ატაშეს. საელჩოს საიტის მიხედვით, ეს თანამდებობა უკავია ვასილი საზანოვიჩს. მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები შეფასებულია, როგორც „უსაფუძველო.“

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დაძაბულობა მმართველ გუნდში სულ უფრო იზრდება

Joni Kvaracxelia

ფილიპინებში რუსეთის საელჩოს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა

დატოვე კომენტარი