#FREEMISHA -ს ინიციატორთა წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა გამართა ბულგარეთის საელჩოში. საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება „ლაზარეს“ დამფუძნებელი, ჯონი კვარაცხელია და ყოფილი პოლიტპატიმარი, ივერი მელაშვილი ბულგარეთის საელჩოს მდივანს, ნადეჟდა პოპოვას და საქართველოში ბულგარეთის ელჩის მოადგილეს, ივან ივანოვს შეხვდნენ.
შეხვედრის ინიციატორები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. მათ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს მხარდაჭერის მიზნით მიმართეს.
ყველაზე ახალგაზრდა სტუმარმა, თეკლა ცხოვრებაშვილმა დიპლომატებს გააცნო შეხვედრის მიზანი.
24 იანვარს ჩატარებულ ღონისძიებაზე, სადაც საფუძველი ჩაეყარა საინიციატივო ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის და ქვეყანაში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე ხელისუფლების მხრიდან, ისაუბრა ჯონი კვარაცხელიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის მთავარ პრობლემად საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა რჩება.
„იმ ქვეყანაში, სადაც არსებობენ პოლიტპატიმრები ვერანაირად ვერ ჩაითვლება არჩევნები დემოკრატიულად ჩატარებული“ — განაცხადა „ლაზარეს“ თავმჯდომარემ.
ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ივერი მელაშვილმა ილაპარაკა იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რომელიც გახდა მისი და ნატალია ილიჩოვას ციხეში ყოფნის საფუძველი.
ასევე ინიციატორთა მხრიდან ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიშას გასათავისუფლებლად მარტო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა როდი კმარა. აუცილებელია ხელისუფლებიდან პოლიტიკური ნება.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია ეს საკითხი გადაწყვიტოს ფაქტობრივად ერთ დღეში, თუმცა არსებობს სხვა აბსურდული საქმეებიც, რომლის გამოც ქართულმა ოცნებამ შესაძლოა დატოვოს ციხეში მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ უნდა არსებობდეს პოლიტიკური მორატორიუმი 2024 წლისთვის“ — აღნიშნა ჯონი კვარაცხელიამ.
„დიპლომატიური ბერკეტები ძალიან მაღალია და ჩვენ ვიმედოვნებთ ზემოაღნიშნული საკითხი იქნება #1, რათა დასრულდეს ქვეყანაში პოლარიზაცია და ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები.“ — განაცხადა კვარაცხელიამ.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მასპინძლებმა არგუმენტირებული პასუხები მიიღეს მათი მხრიდან დასმულ საინტერესო კითხვებზე და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებას შორის დეპოლარიზაცია განმტკიცდება.
„ჩვენთვის მთავარია ხალხის ხმა და ამიტომაც, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას მივაწოდებთ ზემდგომებს, რათა შემდეგში თქვენ მიიღოთ ჩვენი მხარდაჭერა. მადლობა დღევანდელი შეხვედრის ინიციატივისთვის და გვჯერა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.“ — განაცხადა ელჩის მოადგილემ, იავნ ივანოვმა.
თავის მხრივ სტუმრებმაც მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს მიღებისთვის და იმედი გამოთქვეს, მათი ბრძოლა იქნება მხარდაჭერილი დიპლომატების მხრიდანაც.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საფუძველი ჩაეყარა სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობას „მიშას თავისუფლებისთვის“, სადაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომელიც თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.