Uncategorized

ბუდაპეშტი ისტორიული გამარჯვება — საქართველოს პირველი ოქრო მიქსტში!

2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, ბუდაპეშტი
საქართველომ პირველად ისტორიაში მიქსტ-გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში სამხრეთ კორეა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა, მიხეილ ბახბახაშვილმა და დავით ჩანტურიამ გუნდს დაუვიწყარი გამარჯვება მოუტანეს.

 ნახევარფინალში ქართველებმა ძლიერ იაპონიას სძლიეს — ბექაურმა გადამწყვეტ შეხვედრაში ოლიმპიური ფინალის გამეორებით გაიმარჯვა და საქართველო ფინალში გაიყვანა.

ფინალში კორეელებმა გახსნეს ანგარიში, მაგრამ ლიპარტელიანმა გაათანაბრა, ბახბახაშვილმა და ჩანტურიამ გაზარდეს უპირატესობა, და ბექაურმა საბოლოო გამარჯვება დააფიქსირა — 4:1!

ლაშა ბექაური: “ეს საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება! ჩვენ — ქართველები ვართ და ჩვენ — საუკეთესოები!”

ოქროს თასი გადასცა IJF-ის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა, ხოლო მედლები — ოლიმპიური კომიტეტის წევრმა ფილომენა ფორტეშმა.

ეს იყო მსოფლიო დონის დაუვიწყარი ფინალი — სიძლიერე, ერთიანობა და ნამდვილი ძიუდოს სული!

მსგავსი პოსტები

20 აპრილს ისტორიაში …

ზელენსკის მრჩეველი – რუსეთს რეზერვისტები აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან გამოჰყავს

roma sajaia

18 მარტს ისტორიაში …

დატოვე კომენტარი