სხვადასხვა

ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მომღერლის პროდიუსერმა ფორმულას დაუდასტურა.

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წელს თბილისში დაიბადა. იგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში და უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლობდა. 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო, 1967 წელს კი ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ «ორერას» სოლისტი.

კიკაბიძე იყო კინომსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი და სიმღერების ავტორი. მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდო. 1980 წელს მან სახალხო არტისტის წოდება მიიღო. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.

განსაკუთრებული პოპულარობა კიკაბიძეს მოუტანა მისმა კინოროლებმა ლეგენდარულ ფილმებში, «არ იდარდო!», «მიმინო», «ვერის უბნის მელოდიები» და სხვები.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია «ძალა ერთობაშია».

აგვისტოს ომის შემდეგ ვახტანგ კიკაბიძემ უარი თქვა რუსეთში კონცერტების გამართვაზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი ის მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთს და მხარს უჭერდა უკრაინას. 2013 წელს ბუბა კიკაბიძემ უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება მიიღო. 2021 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ქართველ ხელოვანს იაროსლავ ბრძენის მეხუთე ხარისხის ორდენი გადასცა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«გადავურჩინოთ შვილებს მომავალი»-ქართველი ემიგრანტების სოლიდარობის აქცია ათენში(ვიდეო)

ლევან ხაბეიშვილს პროკურატურა ბრალს დღეს წარუდგენს

26 აგვისტო ღირსი მამა გაბრიელის დაბადების დღეა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი