ბრუნეიში ერთნაირსქესიანთა სექსისთვის ადამიანებს სიკვდილით დასჯიან-ქვებით ჩაქოლავენ

0
589

ბრუნეიში ერთნაირსქესიანთა სექსისთვის ადამიანებს სიკვდილით დასჯიან — მათ ქვებით ჩაქოლავენ. შესაბამისი ცვლილება ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში უკვე შევიდა და 3 აპრილიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას Amnesty International-ი ბრუნეის გენპროკურატურის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Reuters-ი წერს, სიკვდილით დაისჯება ცოლ-ქმარს შორის ღალატი და გაუპატიურება. ქურდობისთვის კი ადამიანს კიდურების ამპუტაცია ემუქრება. Amnesty International-ის განცხადებით, დასჯის ახალი წესები ბავშვებზეც გავრცელდება.

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაცია ბრუნეის მოუწოდებს, რომ არ აამოქმედოს სასჯელის ეს ზომები.

ბრუნეის სისხლის სამართლის ახალი კოდექსი, რომელიც შარიათს ეფუძნება, 2014 წლიდან ამოქმედდა.

იმედინიუსი

ფაქტები.ჯი

loading…


დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ