ბრმა ტყვია, რომელმაც თბილისში გასულ ღამეს შუა ხნის ქალი იმსხვერპლა, პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელმა აივნიდან გაისროლა

0
222

ბრმა ტყვია, რომელმაც თბილისში გასულ ღამეს შუა ხნის ქალი იმსხვერპლა, პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელმა აივნიდან გაისროლა.

პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, შსს-სთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთი პირი დააკავეს – უწყების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

Loading…

“იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ