დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ბრექსიტის შემდგომი ეკონომიკური შეთანხმების მიღწევის ვადას, რომელიც დღეს იწურებოდა, გაახანგრძლივებენ.
ბორის ჯონსონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ შეთანხმების მისაღწევად ყველა ხერხის გამოყენება „პასუხისმგებლიანი მიდგომაა“.
შაბათს მხარეები მოლაპარაკებებს გვიანობამდე აგრძელებდნენ, თუმცა პოზიციების დაახლოება ვერ შეძლეს. ლონდონისთვის ბრიუსელის მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელია. საკამათო საკითხებად რჩება ევროკავშირის სათევზაო კომპანიებისთვის დაწესებული კვოტები ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში, გარანტიები ბაზარზე კონკურენციის თანაბარ პირობებზე და მომავალი შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საკამათო საკითხების გადაწყვეტის მექანიზმი.
Loading…