კრიმინალი

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დედა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული თ.პ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა შვილს — 1979 წელს დაბადებულ ი.პ.-ს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კასპში 17 წლის დედამ 7 თვის შვილი გაგუდა

Joni Kvaracxelia

რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს

დარბეული და გაძარცვული საფლავები ქობულეთში-წაღებულია რამოდენიმე საფლავის ღობე და ჭიშკარი

დატოვე კომენტარი