სხვადასხვა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

“ხანძრის კერის მიმართულებით შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები. მათი გადმოცემით, ხანძარი გავრცელებულია შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა. მეხანძრე-მაშველებს ფეხით გადაადგილება და ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევთ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები არიან ჩართულნი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ხანძრის კერებზე უკვე განახორციელა 18 დასხმა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ხანძრის ტერიტორიაზე და აქტიურ სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებენ”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ხანძრის კერა დღეს გაჩნდა.

Loading…

მსგავსი პოსტები

პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება დავით გარეჯში-მასშტაბურ მსვლელობაში სასულიერო პირები მონაწილეობენ (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

15 წლის მოზარდი, რომელიც 9-ე სართულის შენობიდან გადმოხტა საავადმყოფოში გარდაიცვალა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის შენობაში დაკითხვაზე დაიბარეს

დატოვე კომენტარი