ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში კოკა ყანდიაშვილზე პოსტს აქვეყნებს:
«აი ყველა ეპოქისა და მმართველის პირადი საჭურისი,ნიჭიერი მაგრამ ბოროტი გენით გადავსებული არსება,მთელ კაცობრიობაზე დაბოღმილი და მარად დაშნა მომარჯვებული რათა კრიტიკულ დროს შიგ გულში აძგეროს თავის პატრონსა და მარჩენალს.არ მავიწყდება როგორ ანგრევდა კაბინეტს განრისხებული ასლან აბაშიძე 1997 წელს მასიური ინფარქტის შემდეგ, საიდანაც ძლივს გადაარჩინა თურქეთის მთავარმა კარდიოქირურგმა მიქელაძემ (თურქული გვარი აქვს რაღაც),აბაშიძე მიმტკიცებდა,რომ სწორედ შევარდნაძის დავალებით კოკა ყანდიაშვილმა მოწამლა და როგორც გადაუცია მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ შოთა კვირაიას,ლაზერით დასხივებული წამლებით,რომელთა შოვნაც უთხოვია ასლანის მეუღლეს, ცხონებულ მაგული გოგიტიძეს, რომელთაც კოკა დაქალობდა და მისი სამზარეულოდან არ გამოდიოდა, რა თქმა უნდა პარალელურად კარგად ფინანსდებოდა აბაშიძისგან,თუმცა ცოდვა გამხელილი ჯობია იმავდროულად შევარდნაძე მეტს უხდიდა. მოწამლული წამლებიც ამიტომ წაუღო ალბათ. ამის მიუხედავად ვარდების რევოლუციის პიკზე როგორც საჭურისთ სჩვევია პირდაპირ ეთერში გამოჰკრა კვანტი შევარდნაძეს და გადაბარგდა მიშისტთა რიგებში,თუმცა მოგეხსენებათ სააკაშვილის ფაქიზი ნერვიული სისტემა და კოკამაც რამდენიმე თვეში ისეთი პანჩური მიიღო პირდაპირ ჩაეხეთქა საამშენებლო ბიზნესში სადაც მან და დედამისმა ხუთი ათასზე მეტი მენაშენე გადააგდეს რა თქმა უნდა მილიონების წამოკრეფის შედგომ.ეს ხალხი დღემდე იმედით დაეძებს დაკარგულს, “ვინც ეძებს ის პოულობს” ანდაზის მიხედვით. განრისხებული მევალეებისაგან თავის გადასარჩენად და ახალი მილიონების დასათრევად სოლოლაკის ბატონს კიდევ ერთხელ მიყიდა დარჩენილი სულის ნაწილი და ჩაიბარა ივანიშვილის ჰარამხანაში ყველაზე ბინძური ოთახი, საიდანაც უბინძურესი ჭორების გავრცელებით ფაქტიურად ადამიანთა სულიერ მკვლელობებს ეწევა დღემდე. აი როდესაც საქართველოში ასეთ ბოროტებებს აღარ ექნება წარმატებათა პერსპექტივა ხოლო გზა გაეხსნება ნიჭს ,ზნეობას,პატრიოტიზმს,პროფესიონალიზმს მერე დადგება ფეხზე ჩვენი ქვეყანაც. იქ სადაც კოკები ჰყეფენ მუზები სდუმან.»-წერს შალვა ნათელაშვილი