ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ ევროკავშირმა ურთიერთობების სიღრმისეული გადაფასება უნდა მოახდინოს, — ნათქვამია ევროპარლამენტარების მოხსენებაში.
„ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთის მთავრობა სულ უფრო და უფრო დისტანცირდა ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტებისგან. შედეგად, ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი. თუ თურქეთი არ შეცვლის ამჟამინდელ უარყოფით ტენდენციას, კომისიამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ შეჩერებას რეკომენდაცია უნდა გაუწიოს“, — ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.
Loading…