ქვემოფონიჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი მეტისი ახლა უკვე თავშესაფარში უსაფრთხოდ იმყოფება. მას 8 მარტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და შედეგად წინა თათის ამპუტაცია ჩაუტარდა. იგი იმ ძაღლებს შეუერთდა, რომლებიც ადამინის ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს, თუმცა გამოძიებას შედეგი ჯერ არ აქვს.
next post