ბოლომდე ვიბრძოლებ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად-ელენე ყურაშვილი

1
1430

როგორც მოგეხსენებათ უკვე რამდენიმე დღეა მედიაში ჟღერდება ინფორმაცია სუსის ფაილებზე, სადაც ჩანს თუ როგორ ტოტალურად უსმენდნენ და უსმენენ როგორც სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს ისე დიპწარმომადგენლებსა და უბრალო მოქალაქეებს. ამ ყოველივეს გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ელეონორა ყურაშვილი რომელიც Paqtebi.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თვითონ არაერთხელ გამხდარა სუს-ის თვალთვალის ობიექტი: ყოველთვის ვიცოდი რომ მისმენდნენ, რადგან ვარ ოპოზიციური პარტიის წევრი და აქტივისტი. მთელი 6 თვე სხვა აქტივისტებთან ერთად კარვებში ვიყავი რუსთაველზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მე და ჩემი მეგობრები ხშირად განვიცდიდით მიყურადებასა და ზეწოლას. ის ასევე იხსენებს 5 ივლისის დღეს, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა ძალადობით დაარბიეს კარვები. სწორედ ამ დღის მოვლენებსაც სუსის სპეცოპერაციას უწოდებს.

«იცით 5 ივლისს სრულიად წახალისებულ იქნა ძალადობრივი ჯგუფები, მაშინ როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ძალოვნებს ჰქონდათ ინფორმაცია მოძალადეთა ქმედებებზე და ეს ყოველივე მათი მხრიდან წინასწარ იყო გაცხადებული. დიახ სწორედ სუს-მა და შსს-მ არ აწარმოა პრევენცია. 5 ივლისის მოვლენების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გახლდათ სწორედ ჩვენი აქტივისტების კარვების დაშლა, რადგან ეს ყოველივე ხელს უშლიდა სწორედ ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს. მე არ გავჩერდები, ბოლომდე ვიბრძოლებ ამ დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ» — განაცხადა ყურაშვილმა.

Loading…

1 კომენტარი

  1. უღრმესი მადლობა ჯონი კვარაცხელიას და თამარ ქუთათელაძეს პროფესიონალიზმისთვის და ადამიანობისთვის ❤️ბედნიერი ვარ რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში❤️მხოლოდ წარმატებებს და წინსვლის გისურვებთ მთელ გუნდს!!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ