მსოფლიოში

ბოლივიის პრეზიდენტი გადადგა

«თანამდებობას ვტოვებ, გადადგომის შესახებ წერილი საკანონმდებლო ასამბლეას უკვე გავუგზავნე. ჩემი, როგორც ბოლივიის მკვიდრი პრეზიდენტის და თითოეული ბოლივიელის პრეზიდენტის ვალდებულებაა, მშვიდობაზე ვიზრუნო,“- განაცხადა ევო მორალესმა პირდაპირ სატელევიზიო მიმართვაში მოგვიანებით კი მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოსტი გაავცელა, სადაც აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან მიდის, მაგრამ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს.

“მინდა, ბოლივიელ ხალხს ვუთხრა, რომ გაქცევის მიზეზი არ მაქვს. მათ უნდა დაამტკიცონ, თუკი მე რამეს ვიპარავ,“ — წერს მორალესი.

მანამდე ბოლივიის სამხედრო ძალების მეთაურმა მორალესს გადადგომისკენ მოუწოდა. გამოცემა Pagina Siete-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ქვეყნის დატოვებს ცდილობდა, მისი თვითმფრინავი არგენტინის საჰაერო სივრცეში შესვლას ითხოვდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მორალესი დედაქალაქიდან ქალაქ კაჩაბამბაში გაემგზავრა.

20 ოქტომბერს ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მორალესმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა მისი ოპონენტი, ექს-პრეზიდენტი კარლოს მესა არჩევნებს არ აღიარებს. ამის შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყო. მორალესმა ოპოზიციას და უცხო ქვეყნებს ბრალი დასდო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში. 10 ნოემბერს ამერიკის ქვეყნების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ლუის ალმაგრომ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს. მორალისმა გამოაცხადა, რომ ბოლივიაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, უმაღლესი საარჩევნო სასამართლოს შემადგენლობა კი, შეიცვლება. ევო მორალესი პრეზიდენტის პოსტს 2006 წლიდან იკავებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ზოლებიანი ვეშაპი მდინარე თემზაში გაიჭედა (ვიდეო)

თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა

Apple თავის მაღაზიებს ხურავს

დატოვე კომენტარი