განცხადება/მიმართვა

“ბიჭები ბევრი ძირს მყავს დახეთქებული…ვერ ვიცხოვრებ ისეთ კაცთან, რომელიც ვერ მიგებს”-მსოფლიო ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი

სამბოში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი მოჭიდავე ნინო ოძელაშვილი გახდა.

სპორტსმენი ჟურნალ “სარკესთან” თავის ისტორიას ჰყვება.

“მშობლები სპორტსმენები მყავს. მამა ყოველთვის გვავარჯიშებდა. მე და ჩემს დებს გადაგვხოტრიდა თმას და ძიუდოში, ბიჭების შეჯიბრებებში გამოვყავდით. სხვათა შორის,ბიჭებშიც ბევრჯერ მაქვს მოგებული და ბევრი ძირს მყავს დახეთქებული.

ძიუდოში გარკვეული წარმატებები მქონდა, მაგრამ დაბრკოლებებიც იყო, ბიჭები სერიოზულად არ აღმიქვამდნენ და ამბობდნენ, გოგოს აქ რა უნდაო. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეც არ მინდოდა, ვტიროდი. ვოცნებობდი ჩოგბურთზე, შარაპოვა მომწონდა, თუმცა ჩოგბურთი ძვირი სიამოვნება იყო და ჩემი ოჯახი ამას ვერ შეძლებდა, რადგან ძალიან გვიჭირდა.

ორი წლის წინ ვიყავი დაოჯახებული. გათხოვილი ვიყავი ადამიანზე, რომელმაც ვერ გამიგო. ნამდვილად ვერ ვიცხოვრებ ისეთ კაცთან, რომელიც ვერ მიგებს და არ იცის, რა შრომა და ფიზიკური მომზადებაა საჭირო იმისთვის, რომ საწადელს მიაღწიო” – განაცხადა  ნინო ოძელაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“ნაციონალური მოძრაობის” დროს ვინც იყო მონა დღეს “ქართული ოცნების” მონაა-სამადაშვილისა და ზარდიაშვილის დაპირისპირება (ვიდეო)

“ჩვენ როგორც ქრისტიანებმა გავწიროთ თავი ახალგაზრდების გადასარჩენად”-განაცხადა მეუფე პეტრემ

Joni Kvaracxelia

ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შეიძლება საუბარი ვინც სააკაშვილს თავს დააღწევს-მათიკაშვილი

დატოვე კომენტარი