განცხადებები

«ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი მიჰყიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ოლიგარქ ილჰამ ალიევს»-ნათელაშვილი (ვიდეო)

«ლეიბორისტული პარტიის» ლიდერი შალვა ნათელაშვილი დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე საკითხებს გამოეხმაურა:

«ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი მიჰყიდა თავის ბიზნესპარტნიორს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ოლიგარქ ილჰამ ალიევს.“

,,ამ წუთებშიც გაცხარებული ტემპებით მიდის მუშაობა, რათა ეს უძველესი ქართული სიწმინდე საბოლაოდ იქნეს ოკუპირებილი.“

,, პუტინის ტრაქტორები ცხინვალში, ჩაანაცვლა ალიევის ტრაქტორებმა დავით გარეჯში.“

„სახეზეა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო ფაქტი“

,,მოვითხოვთ დაუყონებლივ დაიშალოს მოღალტეობრივი ე.წ. დემილიტარიზაციის კომისია, შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკებები, სანამ ფორმატში არ ჩაერთვება ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისი წერილები ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაგზავნილია.“

,,ვთხოვთ, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, ჩავიდნენ დავით გარეჯში და საკუთარი თვალით ნახონ 21-ე საუკუნის საერთაშორისო მეკობრეობის ეს უპრეცედენტო ფაქტი.“

,,ეს არის უპრეცედენტო ფაქტი ორ მოძმე ერის, სახელმწიფოს,ურთიერთობაში, რომლებიც ითვლებიან სტრატეგიულ პარტნიორებად და რომელთაგან ერთ -ერთი თავს ესხმის მეორეს და საერთაშორისო აგრესიის ყველა კომპონენტის დაცვით იწყებს ტერიტორიის ოკუპაციას, თან იმ ტერიტორიის, რომელიც ტერიტორიის გარდა არის სულიერი სიწმინდე.“

,,ეს არის რწმენის, სულიერების აკვანზე გალაშქრება და ისეთივე საერთაშორისი დატვირთვა აქვს, როგორიც იერუსალიმს.»-აცხადებს შალვა ნათელაშვილი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ოკუპირება «ნაციონალურმა მოძრაობამ» მოახდინა»-ბიძინა ივანიშვილი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«შეუძლებელია ყველა ბიზნეს ინიციატივის დაფინანსება» — აცხადებენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები

ანზორ მელიას ემოციური გზავნილი ხელისუფლებას

დატოვე კომენტარი