პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებზე, დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.
შეხვედრას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები გიორგი ხატიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი თოთლაძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში გიორგი ხოჯევანიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მოადგილეები და პარტიის აქტივი ესწრებოდა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე.

წყარო

Loading…

მსგავსი პოსტები

სამთავრობო ცვლილებები გრძელდება

ლელომ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

თურქეთის საპასუხო მუქარა შეერთებულ შტატებს

დატოვე კომენტარი