განცხადებები

ბიძინა ივანიშვილი ნამდვილი გროსმეისტერია-კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა:

“ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, არამედ, ზოგადად, პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმეისტერი. მას შეუძლია წინასწარ გათვალოს 10-15-20 სვლა. ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არა მარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მისი რჩევები ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.”-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

«რუსეთი, რომელსაც კაგებეს ყოფილი ოფიცერი მართავს, მეზობელ ქვეყნებში იჭრება»-მაიკ პომპეო

მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს — ვის ადანაშაულებს მაგთიკომი ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში

Joni Kvaracxelia

«მსგავსი ტიპის დანაშაული, სუიციდები ხდება ყველგან»-სოზარ სუბარმა 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა

დატოვე კომენტარი