ბიძინა ივანიშვილი მომავალ დაბადების დღეს ციხეში იქნება – შალვა ნათელაშვილი

0
54

“18-ში ივანიშვილის დაბადების დღეა და ის თავის თავს საჩუქრად მოუმზადებდა ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტს. მაგრამ მე მას ვპირდები, რომ მეორე დაბადების დღეზე ის პოლიტიკაში აღარ იქნება და ის ციხეში იქნება“ – თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. „ეს არის გამოწვევა ყველა იმ ეროვნული გმირის, ვინც საქართველოსთვის წირავდა თავს დიდგორიდან, ბასიანიდან, შამქორიდან, მარტყოფიდან. ეს არის შეურაცხყოფა ყველა იმ გმირების, ვინც ჩაწვა აფხაზეთში, შიდა ქართლში, დედების, მამების, ბებიების, ბაბუების, ვინც დაგვიხოცეს, გენოციდის ქვეშ მოაყოლეს, ვის საფლავებზე მისვლასაც გვიკრძალავენ, ვის ეზო-მამულშიც ბალახი ამოდის, რადგან ჩვენ იქ არ გვიშვებენ. ეს ბევრად გლობალური რამეა, ვიდრე ბრძოლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც ხშირად მწვავე ფორმებს იღებს. ეს არის მცდელობა, ჩაკლან ქართული სული, რასაც ვერ მოესწრებიან და დღევანდელი ეს საღამოა ამისი მოწმე. ერთად მდგომ ქართველებს ჯერ ვერავინ ვერ მორევია და ვერც ახლა ვერ მოგვერევიან, ეს გამორიცხულია. მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ რეჟიმისგან, მაგრამ იმას ვეღარ, რომ ჩემს დაბადების დღეს შევხვდებოდი ამ ვითარებაში” – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ