პროტესტი

ბიძინა ივანიშვილის დიპლომატებთან შეხვედრის პარალელურად კიდევ ოთხი აქტივისტი დააკავეს

დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე შეხვდა. სავარაუდოდ, შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მიმდინარე საპროტესტო აქციებიც განიხილეს. დიპლომატებთან შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები იყვნენ შეკრებილები. დაკავებულია მოძრაობის ოთხი წევრი. ბოლო ინფორმაციით დაკავებულები: ნიკუშა ფარულავა, ოთარ შენგელია, ტიტე გედენიძე, ბექა პაპაშვილი გადაყვანილი არიან მთავარ სამმართველოს შენობაში დიღომში, აქვთ საბრძოლო განწყობა, სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება მათი სასამართლო პროცესი.

paqtebi.ge

ფოტო: IPN

Loading…

მსგავსი პოსტები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 20-21 ივნისს დაშავებული ჟურნალისტების საქმეს განიხილავს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

“მონა, მონა, წადი,” – პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ბათუმში აქტივისტები დახვდნენ

დატოვე კომენტარი