ბიძინა ივანიშვილის “დაბრუნება” საქართველოსთვის საფრთხეს წარმოაგდგენს – ფაქტები.ჯი-ს გამოკითხვები

0
154

რამდენად მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ფიგურა საქართველოს პოლიტიკაში? – ასეთი კითხვით მიმართა ფაქტები.ჯი-მ თავის მომხმარებელს. პასუხები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არაფრად აგდებს 121 ადამიანი ანუ გამოკითხულთა 11%. 186 ადამიანი კი ბიძინა ივანიშვილს ერთადერთ ხსნად მიიჩნევს, რაც რესპოდენტთა  17% -ს შეადგენს. პესიმისტურადაა განწყობილი და მომავალში ცვლილებებს ვერ ხედავს 359 ადამიანს, რაც საერთო რაოდენობის 32%  შეადგენა. ყველაზე მთავარი და, ალბათ საგანგაშოცაა ის, რომ გამოკითხულთა 40%, ანუ 443  ადამიანი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას განიხილავს, როგორც საშიშ მოვლენას და ის მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა დაიწყო 2018 წლის 27 აპრილს და მასში 1109 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ