ბიძინა ივანიშვილის “აღიარება”

0
705

გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალ “ველური ბუნებაში” (veluribuneba.ge)  სადაც ოლიგარქი აღნიშნავს რომ ხეების გადატანით მან გადაარჩინა გიგანტური ხეები: “ზოგიერთებმა შეიძლება ეს ჩამითვალოს პირად ახირებად, რადგან ხარჯები არ არის შედეგთან თანაფარდობაში, თუმცა ჩემი მიზანი მარტივია – ყველა ეს პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ბუნებასთან სიახლოვე განიცადონ. ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენთაგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ.

შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ