განცხადებები

«ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, ხელისუფლება უნდა გადაგეს»

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია, ტვ “იბერიას” ეთერში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ბიძინა ივანიშვილზე სუბრობს:

“როგორ უნდა ვაფასებდე “ოცნების” მუშაობას, როცა ჩვენს ხალხს უჭირს, ყველა კუთხით და მიმართულებით. რაც მოხდა რუსთაველზე, ეს იყო ღვთისგან გამოგზავნილი, ამოვიდა უკვე ყელში. ქართველი კაცი ბევრს ითმენს, მაგრამ იქ ახალგაზრდობის გამოჩენა იყო ჩემთვის ყველაფერი. ესენი არიან ნათელი სახეები.

მოდით გავაანალიზოთ, რატომ დავეცით?-იმიტომ, რომ სულწაწყმენდილები გავხდით. ქართველი კაცი წიგნს აღარ კითხულობს.

ნელ-ნელა შეგვაჩვიეს ყველაფერს. ფულს შეგვაჩვიეს. გადააჭარბა ბოროტებამ. ბევრია უკვე. ეს კაი კაცი რომ გამოდის სალარიძე და იძახის, მე გლეხი კაცი ვარ, უბრალო ვარო-აი ეს მომწონს. უბრალო ნიშნავს იმას, რომ ბრალი არა მაქვსო.

უნდა დამთავრდეს ეს სიტუაცია, თორემ გარეთ ვეღარ გავდივარ სირცხვილით.

მე აქციაზე გავალ 10-ში. რა პოლიტიკური პარტიები, რისი პოლიტიკა. ახლა წინა პლანზე ვართ ხალხი და ბავშვები. ორი აზრი არ არის, ხელისუფლება უნდა გადაგეს და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. უნდა დადგე და უჩიჩინო ამათ-წადი, წადიიი.

მე არ ვამბობ, რომ ყველა ცუდია ხელისუფლებაში, მაგრამ ისეთი ფაქტებია მომხდარი, უნდა გადადგეს.

რა თქმა უნდა თავიდან ყველას გაგვიხარდა, ყველა ვზეიმობდით, მაგრამ მერე უმეცრებამ სძლია. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეგენი ბოროტი ხალხია, ან ბიძინა არის ცუდი კაცი… ბიძინა არის გაუნათლებელი კაცი, ხომ გაიგეთ? მე ორჯერ ვიყავი მასთან და ბოლოს ისე წამოვედი ვეჩხუბე, არაფერი ეს ამბები დაწყებული არ იყო. ვეჩხუბე-ვუთხარი, ძმაო შენ წიგნი არ წაგიკითხავს და რას მელაპარაკები-მეთქი. საკუთარი თავი დაღუპეს რა”-განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

გიორგი გახარიას და მთავრობას ისევე აღარ აქვს ლეგიტიმაცია, როგორც ივანიშვილის ზებრას და პინგვინს-ლევან ხაბეიშვილი

ბერლინმა, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ოფიციალურად ბრალი მოსკოვს დასდო

დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის-დეკანოზი დავითი ბერ გაბრიელს უზრდელს უწოდებს

დატოვე კომენტარი