განცხადებები

«ბიძინას მონებო ასე ოპერატიულად რომ მიირბინეთ პუტინის საამებლად «რუსთავი2″-თან ,ამ შუაღამისას რაღაც არ მახსოვს თქვენი ასეთი ბრძოლა საოკუპაციო ხაზზე»-შალვა ნათელაშვილი «რუსთავი2-ის» ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

«ლეიბორისტული პარტიის» ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პუტინისადმი გინებას და მის ირგვლივ მომხდარ აჟიოტაჟს  გამოეხმაურა;

«მეგობრებო საყოველთაოდ მიღებული ეთიკის ნორმაა,რომ არ უნდა შევიგინოთ პირადი ურთიერთობიდან პოლიტიკამდე,მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვდის ზოგჯერ ამ პრინციპის დაცვა.ამიტომ ვინც უცოდველია პირველი ქვა მან ესროლოს გაბუნიას. ახლა რაც შეეხება საქმეს——ყველა ჩვენგანი ძირითადად თვითონ ვქმნით ჩვენს მიმართ გინება—ქების ატმოსფეროს,გიორგი გაბუნიას ამ განცხადებას თავად პუტინმა ჩაუყარა საფუძველი, როდესაც ვარდების რევოლუციის დაფინანსება დაავალა ბიძინა ივანიშვილს ხოლო შემდეგ თავისივე შემოქმედებით უკმაყოფილომ დასაჯა მთელი ქვეყანა,წაგვართვა მამულის 20 პროცენტი,მან საგინებლად გაიღრმავა საქმე როდესაც 2012 წელს ტახტზე აიყვანა ყოვლად უზნეო,აგენტი-რეზიდენტი,იარაღის კონტრაბანდისტი,ნარკობარონი ივანიშვილი და მოაკვლევინა მას სახელმწიფო და მოაშთობინა პოლიტიკური სისტემა. მან საგინებლად გაიხადა საქმე როდესაც ოკუპაცია,ჩვენი შვილების გაჟლეტა,ჩვენი ქალაქებისა და სოფლების მიწასთან გასწორება,ტატუნაშვილისთვის გულის ამოცლა,ოთხოზორიასთვის ცხელი ტყვიის დახლა არ იკმარა და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა ერთი სტადიონი ჩრდილოეთიდან ჩამოხეტებული ველური ტომები რომელთა პროფესიად აქცია ქართველთა სისხლის სმა,ამხელა იმპერიის ხელმძღვანელი იმ დონეზე დაეცა,რომ დაიწყო სოფლების,ბოსტნების ტყეების შემოღობვა,ღიად,დამამცირებლად ჩვენი ეროვნული,პიროვნული ღირსებების ფეხქვეშ გათელვით, ერთმორწმუნე იმპერატორი იქამდე დაეშვა,რომ საფლავებიც თავის ტაძრებიანად ღობეების იქით მოაქცია, სადაც დედას აღარ უშვებენ შვილის საძვალესთან ,ხოლო მიცვალებულის დაკრძალვას საოკუპაციო ხაზთან,გაღმიდან დასტირიან ნათესავები. მოვესწარით იმასაც რომ ქართველ ბავშვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აიძულებენ იმღერონ და იცეკვონ მათი წინაპრების მკვლელთა ობელისკებთან.ანუ გაბუნიამ თქვა ის რასაც პრივატულად ამბობს ან ფიქრობს ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გარდა ივანიშვილის მოღალატე ბანდისა რომლებიც სეპარატისტ-ოკუპანტებზე ნაკლებნი არაფრით არ არიან. ამიტომაც დაამთავრა ხალხმა ივანიშვილის საქმე 20 ივნისის ამაღლებულ ღამეს და ვერავითარი პუტინის დასაცავი პროვოკაციები თუ გეი—აღლუმები საქართველოში კრემლის საოკუპაციო კომიტეტს ვერ გადაარჩენს. ბიძინას მონებო ასე ოპერატიულად რომ მიირბინეთ პუტინის საამებლად რუსთავი ორთან ,ამ შუაღამისას რაღაც არ მახსოვს თქვენი ასეთი ბრძოლა საოკუპაციო ხაზზე.»-წერს შალვა ნათელაშვილი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ტროლებს » აქტიურად იყენებენ სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფები»-ირმა ინაშვილი

ფადი ასლის ღია წერილი საერთაშორისო საზოგადოებას

Joni Kvaracxelia

მე თვითონ ვაფინანსებ — ლევან ვასაძე

დატოვე კომენტარი