განცხადებები

ბერლინმა, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ოფიციალურად ბრალი მოსკოვს დასდო

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება სანქციები იქნეს შემოღებული 2015 წელს ბუნდესტაგის საიტზე ჰაკერული თავდასხმის გამო. მერკელმა ასევე ახსენა შარშან საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა გერმანიის დედაქალაქში. ბერლინმა ოფიციალურად დასდო ბრალი მოსკოვს არასაკმარის თანამშრომლობაში ამ დანაშაულის გამოძიების საქმეში. ბოროტმოქმედებაში რუსეთის მოქალაქეა ეჭვმიტანილი. საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი რუსეთის სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული. გერმანიამ მკვლელობასთან დაკავშირებით ქვეყნიდან გააძევა რუსეთის ორი დიპლომატი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების-ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება (ვიდეო)

«ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთის მთავრობა სულ უფრო და უფრო დისტანცირდა ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტებისგან»

პარტიის თავმჯდომარეები მიდიან, მოდიან, ამაში არაფერია ტრაგიკული, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს სჭირდება ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან-ლევან ხაბეიშვილი

დატოვე კომენტარი