ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7-დან 10 აპრილის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინი გამოაცხადა.
როგორც სატელევიზიო მიმართვისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ განმარტა, აღნიშნული ზომის მიზანია, მოქალაქეები ოთხშაბათის საღამოს დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ პასექის ტრაპეზზე ოჯახის წევრებთან სტუმრად მისვლისგან.
Loading…